საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატის დღე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრებს მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მიმართა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ორი დიპლომატი დააჯილდოვა. გამარჯვებულებს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოები გადაეცათ.
დიპლომატის დღე საქართველოში 2004 წლიდან აღინიშნება, უწყებრივი ჯილდო კი 2020 წელს დაწესდა და მას შემდეგ შვიდ ქართველ დიპლომატს გადაეცა.