დიპლომატია რუსული აგრესიის წინააღმდეგ

დიპლომატია ან სამხედრო აგრესია – ამ არჩევანის წინაშე დგას იანვარში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთი. ვაშინგტონის და ბრიუსელის პოზიცია მკაფიოა – მოკავშირეების, მათ შორის საქართველოს შესახებ მოლაპარაკებები, მათ გარეშე არ წარიმართება, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება და ევროპა გავლენის სფეროებად არ დაიყოფა.

პირისპირ შეხვედრებზე თუ ოფიციალური განცხადებებით ამერიკამ, ნატო-მ და ევროკავშირმა უკვე არაერთხელ გააფრთხილეს მოსკოვი, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებისა და ქვეყანაში შეჭრის შემთხვევაში, პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები უმძიმესი იქნება. თუმცა, დასავლეთის მიერ წითელ ხაზებად გამოცხადებულ საკითხებზე კრემლი პოზიციების დათმობას არ აპირებს და საკუთარი მოთხოვნების შესრულების იურიდიულ გარანტიებს ითხოვს.