საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს შეხვდა.
პრეზიდენტი გეგმავს, იყოს აქტიური საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერის თვალსაზრისით, – ამის შესახებ შეხვედრამდე პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. დიპლომატის თქმით, საჭიროა ყველამ გულდასმით იმუშაოს, რათა დაარწმუნონ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, რომ საქართველომ საკმარისი პროგრესი განიცადა კანდიდატის სტატუსის მისაღებად.