რუსეთი მის საზღვრებთან ნატო-ს ბაზების განთავსებას პოლიტიკური და სამხედრო გზით უპასუხებს. ეს განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა სერბულ გაზეთთან ინტერვიუს დროს გააკეთა. დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ში იმ ქვეყნების შეყვანის მცდელობა, რომლებშიც შიდა წინააღმდეგობები არსებობს, სახიფათოა. „ჩვენ მძლავრი ქვეყანა ვართ, ატომური ქვეყანა ვართ და ჩვენს შემოგარენში ნატო-ს ბაზების განთავსების სურვილმა არ შეიძლება ჩვენში დადებითი ემოცია გამოიწვიოს“. თქვენ საუბრობთ ბოსნია და ჰერცოგოვინაზე, სერბეთზე, თუმცა ჩვენ შეგვიძლია სხვა ქვეყნებიც დავასახელოთ. და რა ხდება საქართველოში? რა ხდება უკრაინაში? ეს ქვეყნები არც ისე მარტივ მდგომარეობაში იმყოფებიან“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე დაამატა, რომ ასეთი ქმედებები თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის შესახებ არსებულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება. „ეს სავსეა სერიოზული შედეგებით. სწორედ ამიტომ, ნატო-ს წევრი ქვეყნები კარგად უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.
დიმიტრი მედვედევის განცხადება თბილისში შეაფასეს.