დიდუბის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ადგილობრივები დგებუაძის პირველ ნომერში არსებულ შენობაში ბაგა-ბაღის გაკეთებას წლებია ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. მისივე თქმით, თბილისის მერიამ შენობის ნაწილი პირდაპირი განკარგვის წესით ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს გადასცა. მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადებით, საკითხზე დავა უკვე სასამართლოშიც მიმდინარეობს. ‘