უამინდობამ საქართველოში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა აჭარის მაღალმთიან ტერიტორიებზე, სადაც რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.
საქართველოს მასშტაბით შეზღუდვებია დაწესებული გზებზე. თოვლისგან გზების გაწმენდის სამუშაოებში სპეციალური ტექნიკაა ჩართული. სინოპტიკოსების ცნობით, საქართველოში უამინდობა კიდევ სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.