დიდთოვლობა ადიგენში. მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა. ადგილზე ამ დროისთვის მძიმე ტექნიკით გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ახალციხე-ადიგენი-ბათუმის მიმართულებით უხვი ნალექის გამო, მოძრაობა შეზღუდულია.