დიდი შაბათი - „მოამბე“ იერუსალიმიდან

დღეს ვნების შვიდეულის შაბათია – იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის ტრადიციული რიტუალის ჩატარებამდე სულ ცოტა დარჩა. ცეცხლის გარდამოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებით ელოდებიან. აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან.

ტაძრის კარი წუხელ დაიკეტა და დაახლოებით ერთი საათის წინ გაიხსნა. ქალაქში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია. წელს აღდგომის ტაძარში მომლოცველებს განსაკუთრებით მცირე რაოდენობით დაუშვებენ.

იერუსალიმში ნათია ქენქაძე მუშაობს.