აშშ-ის პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში ხვდებიან. დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ფეხი ჩრდილოეთ კორეის მიწაზე დადგა. მან სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა.
დემილიტარიზებულ ზონაში ასევე იმყოფებიან დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი. კიმ ჩენ ინთან შეხვედრამდე ტრამპმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯე ინთან ერთად დემილიტარიზებულ ზონაში მდებარე სამეთვალყურეო საგუშაგო დაათვალიერა.
დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს უკვე მესამედ შეხვდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან დემილიტარიზებულ ზონაში შეხვედრის სურვილის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ოსაკაში, დიდი ოცეულის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.