„დიდი ოცეულის“ სამიტი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ „დიდი ოცეულის“ ქვეყნებმა ერთად უნდა იმუშაონ ეკონომიკური წესრიგის წინაშე არსებული საფრთხეების დასაძლევად. „ოცეულის“ სამიტზე, რომელიც აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში იმართება, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული კონფლიქტები საერთაშორისო ვაჭრობას და რესურსების განაწილებას საფრთხეს უქმნის. ამასთან, რუბიომ ატლანტაში, ოცეულის სამიტის ფარგლებში ხელი მოაწერა არქტიკული თანამშრომლობის მემორანდუმს იაპონიისა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად.
„ბიბისის“ ცნობით, „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო, ევროპელმა დიპლომატებმა „ოჯახური ფოტოს“ გადაღებაზე უარი თქვეს. აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ფოტოს გადაღება გაუქმდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ „ზოგიერთ დელეგაციას არ სურდა ერთობლივ ფოტოში მონაწილეობა“.