მიღწეულია შეთანხმება, რომელმაც ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მომავალი ურთიერთობები უნდა განსაზღვროს. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ლონდონი და ბრიუსელი 500-გვერდიან დოკუმენტზე შეთანხმდნენ. თუმცა მთავარი გამოცდა პრემიერ-მინისტრს ჯერ წინ აქვს.
შეთანხმებამ ბრიტანული ბიუროკრატიული ეტაპები უნდა გაიაროს, რაც იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტი ჯერ მინისტრთა კაბინეტმა, შემდეგ თემთა და ლორდთა პალატამ, ბოლოს კი ევროკავშირში დარჩენილმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაამოწმოს.
მიღწეული შედეგით უკმაყოფილება მინისტრთა კაბინეტიდანვე იწყება, სადაც ამ წუთებში დოკუმენტს განიხილავენ.