დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის შეთანხმება

მიღწეულია შეთანხმება, რომელმაც ბრექსიტის  შემდეგ ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მომავალი ურთიერთობები უნდა განსაზღვროს. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ლონდონი და ბრიუსელი 500-გვერდიან  დოკუმენტზე შეთანხმდნენ. თუმცა მთავარი გამოცდა პრემიერ-მინისტრს ჯერ წინ აქვს.

შეთანხმებამ ბრიტანული ბიუროკრატიული ეტაპები უნდა გაიაროს, რაც იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტი ჯერ მინისტრთა კაბინეტმა, შემდეგ თემთა და ლორდთა პალატამ, ბოლოს კი ევროკავშირში დარჩენილმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაამოწმოს.

მიღწეული შედეგით უკმაყოფილება მინისტრთა კაბინეტიდანვე იწყება, სადაც ამ წუთებში დოკუმენტს განიხილავენ.