კულტურის სამინისტროს ინიციატივით, თვითმოქმედ ანსამბლ „დიდგორს“, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ანსამბლის სტატუსი მიენიჭა.
გაიმართა ანსამბლის კონცერტი. „დიდგორის“ მომღერლებმა მუზეუმის სტუმრებისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული სიმღერები შეასრულეს და ხალხური სიმღერის გაკვეთილები ჩაატარეს.
შეგახსენებთ, პროექტი „ამღერებული მუზეუმი“ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ანსამბლ „დიდგორის“ ინიციატივით, 2023 წელს შეიქმნა.