თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული დიდგორობა იმართება. დილიდან ადგილობრივები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ სტუმრებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობით უერთდებიან სახალხო ზეიმს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, დიდგორის მემორიალთან გაიმართა კონცერტი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა სპორტული აქტივობა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.
დღესასწაულის აღნიშვნას დიდგორის მემორიალთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად შეურთდა. მან მოქალაქეებს დიდგორობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებენ საქართველოს გასამთლიანებლად.