დიდგორობა 2018

სპეციალური უწყებრივი მედალი განსაკუთრებული სიმამაცისა და თავდადებისათვის – უფროს ლეიტენანტს, ალუდა ჩიქოვანს და კაპრალს, რევაზ ყოლბაიას დიდგორის ველზე დღეს დიდგორის ჯვარი გადასცეს.

საერთაშორისო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები ტრადიციულ ცერემონიაზე დააჯილდოვეს, რომელიც 2014 წლიდან ყოველ დიდგორობაზე იმართება.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დილიდან ხალხმრავლობა იყო. მოქალაქეები სახალხო ზეიმს აღნიშნავდნენ.

დიდგორის ველზე გამართულ ღონისძიებებს დღეს მთავრობის მეთაური და ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.