დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტი იაშვილის კლინიკაში რჩება
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პაციენტი იაშვილის სახელობის კლინიკაში რჩება. მკურნალი ექიმის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას მომავალ კვირაში გაწერენ.
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის შედეგად დაშავდა რვა ადამიანი, მათ შორის ექვსი მცირეწლოვანი. არსებული ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.