27 მაისს ქვეყანა დიასპორის დღეს აღნიშნავს.
ეს არის დღე, როდესაც საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები საკუთარ პრობლემებზე, გამოწვევებზე თუ მიღწევებზე სასაუბროდ სამშობლოში იკრიბებიან. ბოლო მონაცემებით, უცხოეთში საქართველოდან მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს. დიასპორის წლევანდელ ფორუმზე გაჟღერდა ახალი ინიციატივებიც, მათ შორის არჩევნებში მონაწილეობის გამარტივებასთან დაკავშირებით. ემიგრანტებმა დღეს ქართული პასპორტის აღებასთან დაკავშირებული ბარიერების მოხსნის დაპირებაც მიიღეს.