დიასპორის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში 2022 წლის საგრანტო პროგრამების კონკურსში გამარჯვებული დიასპორელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსის ფარგლებში, წარმოდგენილ იქნა 76 პროექტი (23 ქვეყნიდან), რომელთაგან, კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 17 გამარჯვებული. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროპასთან ძლიერი და საიმედო კავშირების ჩამოყალიბებაში ქართულ დიასპორას ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია.