ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. შვეიცარიის ელჩი იმედოვნებს, რომ პოლიტიკური პარტიები მოძებნიან კომპრომისს, რათა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები განმტკიცდეს. შარლ მიშელის შეთავაზებისა და სპეციალური წარმომადგენლის ჩამოსვლას მიესალმება საფრანგეთის ელჩიც. ის ფიქრობს, რომ თუ ყველა მხარე კარგად იმუშავებს, შესაძლებელია საჭირო კომპრომისის ნახვა ყველა საკითხზე, რომელიც განხილვის პროცესშია.
მოამბე