მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი დიდი ალბათობით უახლოეს დღეებში უნდა შედგეს.
ბოიკოტის და დიალოგის ფონზე, საპარლამენტო მანდატების გაუქმების გეგმა ოპოზიციის დღის წესრიგში რჩება, თუმცა აზრთა სხვადასხვაობაა ვადებზე. ერთადერთი, ვინც შესაბამისი თხოვნით პარლამენტს უკვე მიმართა, „ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილია. „ევროპული საქართველო“ ამ ნაბიჯის გადადგმას 17 დეკემბერს აანონსებს, დანარჩენი ოპოზიცია კი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების დასრულებას ელოდება. რაც შეეხება დიალოგის მაგიდასთან ოპოზიციური პარტიების მიერ მიტანილ მოთხოვნათა პაკეტს, როგორც ჩანს, ოპოზიციურ სპექტრში ერთიანი პოზიცია არც ამ მოთხოვნების გარშემო არ არის.
ეკა კოპალიანი არკვევდა, ვისთვის რომელი მოთხოვნაა ყველაზე პრიორიტეტული და რჩება თუ არა კომპრომისული შეთანხმების რესურსი.