ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ სასკოლო გამოწვევების შესახებ დიალოგი დაიწყო. შეხვედრაში მშობელთა ასოციაციის 30 წევრი და 13 პოლიტიკური პარტიის 25-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. პროექტის მიზანი ბავშვებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ღია მსჯელობაა. შეხვედრა პროექტის – „მოსწავლეთა მშობლების გაძლიერება სკოლის მმართველობაში” ფარგლებში იმართება, რომელიც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.