როდესაც საქმე ეხება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ფართო გადაწყვეტილების მოძებნის მცდელობას, საარჩევნო რეფორმა ჩემთვის და სხვა შუამავლებისთვის ინტერესის მთავარი საგანია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისივე თქმით, კანონმდებლობაში გააზრებული ცვლილებების განსახრციელებლად, საჭიროა საერთო საფუძველი სწრაფად მოიძებნოს, რადგან შესაძლებლობების ფანჯარა იხურება.
განცხადება გააკეთა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა. ლუიზა ვინტონის თქმით, შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის სკამები ცარიელია. ის იმედოვნებს, რომ იქნება მცდელობები პოლარიზაციის დასაძლევად.