კრიზისის მოგვარების ხედვის შესამუშავებლად კრისტიან დანიელსონს თბილისში მეორედ ჩამოსვლა დასჭირდა.
უკვე ხუთი თვეა, საქართველოში მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო დღის წესრიგშია. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამწვავებული პოლიტიკური სიტუაციის მოგვარება თავიდან ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების ფასილიტაციით სცადეს. პოზიციების დაახლოება და კომპრომისული შეთანხმება მაშინ ვერ მოხერხდა, რის გამოც მოლაპარაკებები მეოთხე რაუნდზე შეჩერდა. ორთვიანი პაუზის შემდეგ ფასილიტაცია მედიაციამ შეცვალა, მოლაპარაკების რთული პროცესის მედიატორობა კი საკუთარ თავზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აიღო, რომელმაც პირველ მარტს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში მხარეები ერთ მაგიდასთან შეკრიბა. შეთანხმება ორ საკითხზე ვერ ხერხდება. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციისთვის კრიზისის დაძლევის გზა მხოლოდ ვადამდელ არჩევნებზე და მელია-რურუას გათავისუფლებაზე გადის, ხელისუფლება კი ახალ არჩევნებს გამორიცხავს და პოლიტიკური პატიმრების არსებობას კატეგორიულად უარყოფს.
ხუთი თვე კომპრომისის ძიებაში და რაუნდიდან რაუნდამდე – სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟი.