დიაბეტის მსოფლიო დღე

დღეს დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება.

თარიღთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი გორში, კლინიკა „მედიქალ ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტებსა და მედპერსონალს შეხვდა. სამინისტრო, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულ მოქალაქეებს მედიკამენტებით უზრუნველყოფს. ასევე, აფინანსებს სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარებას, შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მომსახურებას.