დიაბეტის მსოფლიო დღე

დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლების აქცია გაიმართა.  დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის წლევანდელი სლოგანია „იცოდე სიმპტომატიკა, იცოდე პასუხი“.
აქციის მონაწილეების განცხადებით, აუცილებელია მოხდეს ადრეული დიაგნოსტიკა, რაც დაავადების გართულებებს თავიდან აგვაცილებს. საინფორმაციო კამპანიის შემდეგ, საკრებულოს შენობაში დიაბეტის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიებას დაესწრნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და პაციენტები.