2021 წლის იანვარ-აპრილში გადასახადის გადამხდელებისთვის ავტომატურად დაბრუნებული დღგ-ის რაოდენობამ 500 მლ. ლარს გადააჭარბა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისა და შეზღუდვების პირობებში, დღგ-ს ზედმეტობების დროულად დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის.