აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკა

21:32, 23.06.2020

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა დონალდ ტრამპს საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებისკენ უბიძგა.

სამუშაო ვიზების ნაწილის გაცემა ჩერდება. გადაიხედება ე.წ. მწვანე ბარათების გათამაშების აღდგენის თარიღიც. კორონავირუსის შედეგად გაზრდილი უმუშევრობის პირობებში აშშ-ში ახალჩასულმა იმიგრანტებმა ამერიკელებს სამუშაო ადგილის დაკავებაში კონკურენცია არ უნდა გაუწიონ – ასეთია თეთრი სახლის ლიდერის გზავნილი.

ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. შეამცირებს თუ არა ეს ნაბიჯი უმუშევრობის მაჩვენებელს – პროგნოზები სკეპტიკურია.

 

მსგავსი