დღეიდან დამთვალიერებლისთვის მუზეუმები, გალერეები და მუზეუმ-ნაკრძალები ეტაპობრივად გაიხსნება. მათ შორის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალი მუზეუმები.
ადგილზე მოსულ დამთვალიერებელს მუზეუმში შესვლამდე დეზობარიერისა და თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს, ხოლო დახურულ სივრცეში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. პირველ ეტაპზე მხოლოდ ის მუზეუმები გაიხსნება, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს დააკმაყოფილებს.