გამოფენა „შორეული სიახლოვე“

„შორეული სიახლოვე“ – საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი ხელოვანები თბილისში ერთობლივი გამოფენისთვის ემზადებიან. მათი შემოქმედების წარმოსადგენად გალერეა „ბაია“ შეირჩა. საგამოფენო სივრცეში ქანდაკებები და გრაფიკული, მათ შორის ქართული თემატიკით შექმნილი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

დამთვალიერებელი იაპონურ სტილში შესრულებულ ნამუშევრებსაც იხილავს. ემიგრანტმა მხატვრებმა   საკუთარი შემოქმედების ნიმუშები საქართველოში სპეციალურად გამოფენისთვის ჩამოიტანეს.

ექსპოზიცია „ბაია“ გალერეაში 3-დან 17 ნოემბრამდე იქნება წარმოდგენილი.