შოვის სტიქიიდან უკვე 24 დღე გავიდა.
უწყვეტი სამძებრო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია 31 ცხედარი. ორი არასრულწლოვანის პოვნა კი ჯერ-ჯერობით ისევ ვერ ხერხდება. პერიმეტრი სამაშველო სამსახურმა უკვე რამდენჯერმე გააფართოვა და ამჯერად სამძებრო არეალი რამდენიმე ათეულ კილომეტრს აერთიანებს. პარალელურად, ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში იმ ცხედრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს, რომლებიც სტიქიური უბედურების ზონიდან გასულ დღეებში ამოიყვანეს.
„მოამბის“ გადამღები ჯგუფი აგრძელებს მუშაობას რაჭაში.