24-ე დღე შოვის სტიქიიდან. მეწყერში მოყოლილი მოქალაქეების სამძებრო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის მაშველები ორი არასრულწლოვანის ცხედარს ეძებენ. უკვე ნაპოვნი ცხედრებიდან კი დღეს ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ახალგაზრდა გოგონა ამოიცნეს. კიდევ ორი დაღუპულის იდენტიფიცირება კი ამ წუთებშიც გრძელდება.