დეზინფორმაცია – ასე ფასდება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შტატების სახელმწიფო მდივანს ქართულმა მხარემ 2021 წელს საქართველოში ამერიკული ბაზების გახსნაზე უარი უთხრა. მაშინ, როდესაც ამერიკის საელჩო, ისე თავდაცვის სამინისტრო და ყველა პასუხისმგებელი მხარე გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ და სიცრუეს უწოდებენ, ოპოზიციის ნაწილი მაინც ამტკიცებს, რომ ხელისუფლება უსაფრთხოების გარანტიებზე უარს ამბობს. მომხდარს ქვეყნის წინააღმდეგ მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს მმართველი გუნდი, სადაც აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტები საქართველოს რეპუტაციას და უსაფრთხოებას აზიანებს.