ჯანდაცვის სამინისტროსთან რამდენიმე დღეა დევნილების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა დღეს ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს. ისინი ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ არ შესრულება, ხვალიდან ჯანდაცვის სამინისტროს შესასვლელის პიკეტირებას მოახდენენ და უკიდურეს შემთხვევაში გზას გადაკეტავენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, არსებობს კრიტერიუმები, რის მიხედვითაც დევნილებისთვის ბინების გადაცემა ეტაპობრივად, ქულების მიხედვით მოხდება. გიორგი წოწკოლაურის განცადებით, აღნიშნულ საკითხზე კომისია ახლაც მუშაობს.