სკანდალური ბრალდებების შემდეგ ზვიად დევდარიანი დუმილს არღვევს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ყოფილი ხელმძღვანელი მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს და სასამართლოს მიმართავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ყოფილი კანდიდატი შინაგან საქმეთა სამინისტროში მის საქმეზე დაწყებულ გამოძიებასაც ეხმაურება და დაკითხვაზე დაბარებას ითხოვს. დევდარიანი აანონსებს, რომ დასახელდება ყველა ის პირი, რომლებსაც სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებიული ბრალდებებით მისი რეპუტაციის შელახვა სურდათ.