თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ერეკლე კუხიანიძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილს პროვოკაციაში ადანაშაულებს. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მიზანმიმართულად წავიდა საოკუპაციო ხაზთან, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, მას დააკავებდნენ. განცხადება ექიმის ოჯახსაც ეხებოდა. საკრებულოს წევრის ამ პოსტს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.