დეპუტატების განცხადებები ვაჟა გაფრინდაშვილის საქმესთან დაკავშირებით
დეპუტატებმა ვაჟა გაფრინდაშვილის საქმესთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთეს. ლადო კახაძე გამოდის ინიციატივით, ვაჟა გაფრინდაშვილს გმირის წოდება მიენიჭოს. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ექიმის გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტს იყენებს.