საქართველოს პარლამენტის წევრები შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ. გია ვოლსკიმ, მიხეილ სარჯველაძემ, ალუდა ღუდუშაურმა, გიორგი სოსიაშვილმა და ქეთევან ჩარკვიანმა სოფელ ტყვიავში ადგილობრივი მოსახლეობისგან მოისმინეს ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ. შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობის ფარგლებში გაიმართა, რომლითაც გათვალისწინებულია საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროების შესწავლა და მათზე კომპეტენციის ფარგლებში რეაგირების გზების განსაზღვრა. კომიტეტს დაგეგმილი აქვს შეხვედრების გაგრძელება სხვადასხვა ჯგუფებთან.