დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრის გადავადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. განცხადებები კეთდება როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან. შეგახსენებთ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, რომლისთვისაც მომავალ კვირაში მესამე მოსმენით კენჭი უნდა ეყარათ, არ იქნება მიღებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.