ბათუმში დემოკრატიის ფესტივალი ხვალ აღარ ჩატარდება – ეს იყო რეგიონების შემაჯამებელი ღონისძიება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ხელისუფლების მიერ წამოწყებულმა უწყვეტმა ნეგატიურმა კამპანიამ გავლენა იქონია ორგანიზაციულ მხარეზე და ის გააუქმეს. მანამდე მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა ფესტივალი წალენჯიხაში, თელავსა და ქუთაისში ჩაატარა. მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც ფინანსდება დანიის სახელმწიფოს მიერ, გაიმართა შეხვედრები ამომრჩევლებთან და ისაუბრეს მოახლოებულ არჩევნებზე. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ დაფინანსების საკითხი კითხვის ნიშნებს აჩენს და საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის ჩარევა დაუშვებელია.