„დემოკრატიის ფესტივალი“ ოპოზიციის მონაწილეობით  

დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული „დემოკრატიის ფესტივალი“, რომელშიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, პოლიტიკურ წრეებში კვლავ განხილვის თემაა.

ფესტივალზე ოპოზიციური პარტიების საარჩევნო ატრიბუტიკისა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ბანერების გამოჩენას მკაცრად აკრიტიკებენ მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ დეპუტატები დანიური დაფინანსებით გამართულ შეხვედრებს წინასაარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის უხეშ ჩარევად აფასებენ. ოპოზიცია კი „ქართული ოცნების“ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და განმარტავს, რომ ფესტივალის მიზანი მოქალაქეებისთვის პოლიტიკური პარტიების პროგრამების გაცნობაა.