„დემოკრატია იწყება სკოლებში“ - კონფერენცია თბილისში

დემოკრატია იწყება სკოლებში – ამ სახელწოდებით ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში კონფერენციას მართავს. ღონისძიება აერთიანებს სკოლებისგან ჯგუფებს – მათ შორის სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს. სტუმრები მონაწილეობას პანელურ დისკუსიებშიც იღებენ. კონფერენცია დღის ბოლომდე გაგრძელდება. ღონისძიების მთავარ მომხსენებლებს შორის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილია.