სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრების დაკავებას ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერები აქციით აპროტესტებენ.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ 17 აგვისტოს აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკური სარჩული და წინასაარჩევნო დატვირთვა აქვს. მთიან ყარაბაღში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების კონტექსტში ოპონენტები მმართველ გუნდს ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაშიც ადანაშაულებენ და დაკავებულთა სასწრაფოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. მსგავსი შეფასებები კატეგორიულად მიუღებელია „ქართული ოცნებისთვის“, რომელიც მძიმე ბრალდების ისტორიული დოკუმენტებით და ექსპერტიზის დასკვნებით გამყარებას ცდილობს.
ძველი სამთავრობო კომისიის მიმართ მწვავეა საპატრიარქოს წარმომადგენლის პოზიცია.