დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხი კომისიის უახლოეს სხდომაზე მსჯავრდებულის თანხმობის დოკუმენტაციის მიღების შემდეგ განიხილება. ამის შესახებ ზვიად ქორიძემ განაცხადა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ადმინისტრაციაში უკვე წარადგინეს განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია შეწყალების შესახებ.
ინტერესების დამცველების ინფორმაციით, შეწყალების მოთხოვნის გადაწყვეტილება თავად მიიღეს, მსჯავრდებული კი ამ მოთხოვნას ეთანხმება, თუმცა დანაშაულს არ აღიარებს.