ამერიკის ელჩი რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის საკითხს ეხმაურება. მისი განცხადებით, პუტინი უფასოდ არაფერს გასცემს და ახლა მნიშვნელოვანია გაირკვეს, თუ რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. კელი დეგნანის თქმით, ქართველების უმეტესობა ბედნიერი იქნება, თუ პუტინი რუსულ ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან გაიყვანს და შეასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას.