დედაქალაქში წყალდიდობის თავიდან ასარიდებლად და პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად, „თბილსერვის ჯგუფი“ თანამშრომლობას ფრანგულ მხარესთან იწყებს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია შერჩეული ტერიტორიების შესწავლა და ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვა იმისთვის, რომ თბილისში სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელი გამართულად მუშაობდეს და წყალდიდობების თავიდან არიდება მოხდეს. სიახლის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.