დედაქალაქის მერი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო დედაქალაქის მერი.
სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს. კახა კალაძე პროექტის მიმდინარეობის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობასა და ყვავილების ბაზრობის მოვაჭრეებს ესაუბრა.
პროექტის სარეაბილიტაციო არეალი ათონელის, ვირსალაძის, ფხოვის, ხაზინის, ხიდის, ფურცელაძისა და თაბუკაშვილის ქუჩებს მოიცავს. სამუშაოების ჯამური ღირებულება 9.5 მლნ ლარია.
რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლოს დასრულდება. დღესვე კახა კალაძე მიწისქვეშა გადასასავლელების მოწესრიგების სამუშაოებსაც გაეცნო.
მერი თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად ამჯერად წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში იმყოფებოდა.