დედაქალაქის 14 ქუჩაზე სამარშუტო მიკროავტობუსებისთვის რეგულაციები წესდება

დედაქალაქის 14 ქუჩაზე სამარშუტო მიკროავტობუსებისთვის რეგულაციები წესდება. მათ გაჩერება მხოლოდ მოსაცდელებზე შეეძლებათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მერიამ საცობებისგან განტვირთვის და მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო.

საპილოტე პროგრამა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად შემუშავდა. ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.