ქვეყანა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ემზადება – დედაქალაქში ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე მზადაა სპეციალური ადგილი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილისთვის – წვევამდელები ფიცს ამჯერადაც ქვეყნის მთავარ მოედანზე დადებენ.
ოფიციალური ნაწილის დასასრულს კი, „ჩაკრულოს“ ფონზე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა სადემონსტრაციო გადაფრენას შეასრულებს. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება წელს ქვეყნის 18 ქალაქში გამოიფინება. თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სხვადასხვა ტიპის პავილიონები.
როგორ აღნიშნავს წელს ისტორიულ თარიღს საქართველო – თემაზე პირდაპირ ეთერში საუბარს კესო ქაფიანიძე განაგრძობს.