დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი: ტყიბულში ე.წ. სამთო დარტყმა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, ტყიბულში ადგილი ჰქონდა სამთო დარტყმას.
ინსტიტუტის დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, მიმდინარეობს ადგილზე არსებული სეისმოსადგურის მონაცემების გადამუშავება, თუმცა პირველადი მონაცემებით, დღეს დილით ადგილი ჰქონდა არა ტექნოგენურ, არამედ ბუნებრივ მოვლენას.