დებორა სანდერსი - რუსეთი ფაქტობრივად კატა-თაგვობანას თამაშობს და ნატო-ს უწევს პასუხის გაცემა, ამან შეიძლება, შექმნას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დილემა, რომლის გადაჭრაც ძალიან რთული იქნება | მსოფლიოს ამბები
დებორა სანდერსი - რუსეთი ფაქტობრივად კატა-თაგვობანას თამაშობს და ნატო-ს უწევს პასუხის გაცემა, ამან შეიძლება, შექმნას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დილემა, რომლის გადაჭრაც ძალიან რთული იქნება | მსოფლიოს ამბები

28 ივნისს შავ ზღვაში მასშტაბური საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო სწავლება დაიწყო, რომელშიც ნატო-ს ძალებიც ჩაერთვებიან. ამ მანევრებს წინ უძღოდა ინციდენტი, რომელიც 23 ივნისს ყირიმის ნახევარკუნძულთან მოხდა. რუსეთმა ბრიტანული ნაღმოსანი „დეფენდერი“, რომელიც ოდესიდან საქართველოში მიემართებოდა, საზღვრის დარღვევაში დაადანაშუალა და გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა. ამ ფაქტს დიდ ბრიტანეთში კატეგორიულად უარყოფენ. ლონდონში განაცხადეს, რომ „დეფენდერი“ ყველაზე მოკლე მარშრუტით გადაადგილდებოდა ოდესიდან საქართველოში და უკრაინის ტერიტორიულ წყლებში მოძრაობდა. ამასთან, ლონდონში უარყოფენ ბრიტანული გემისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციასაც. შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტზე ვესაუბრეთ სამხედრო-საზღვაო პრობლემატიკაზე მომუშავე ექსპერტს, დიდი ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის დოცენტს, დებორა სანდერსს.

 

როგორ აისახება შავ ზღვაში მომხადარი ინციდნეტი დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის ურთიერთობაზე, მოსალოდნელია გართულებები?

დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. შეიძლება ითქვას, რომ ახლა ცივი ომის შემდეგ ყველაზე უარეს წერტილში ვართ. ეს ურთიერთობები დაძაბული და რთულია. შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტი კი, ნათელი დადასტურებაა, რომ ურთიერთობების გასაუბჯობესებლად არაფერი გაკეთებულა.

შეგვიძლია, მომხდარს პროვოკაცია ეწოდს, როგორც ამას რუსეთში ამტკიცებენ?

ეს  რუსეთის ინტეპრეტაციაა, მოსკოვში მომხდარს ამგავრად აღიქვამენ,  ბრიტანეთისთვის კი, ეს მშვიდობიანი ნაოსნობა გახლდათ. რუსეთში სიტყვა პროვოკაცია განზრახ ახსენეს, რომ დიდი ბრიტანეთი აგრესორად გამოეყვანათ. ეს  რუსული „ყალბი ამბების“ გაგრძელებაა. ცხადია, რომ ეს არ იყო პროვოკაცია. ეს  რუტინული ოპერაცია იყო, რომლითაც ლონდონმა ნატო-ს პარტნიორების, უკრაინისა და საქართველოსადმი, საითაც მიცურავდა ნაღმოსანი „დეფენდერი“, მხარდაჭერა გამოხატა. ასე რომ, იდეა, თითქოს ეს ნაოსნობა პროვოკაციული იყო,  რუსეთის მთავრობის მიერ გამოგონილი ისტორიაა.

შესაძლებელია, რომ ამ ინციდნეტს  ნატო-ს რეაგირება მოჰყვეს?

სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ არა. ჩემი აზრით, შავ ზღვაში განვითარებულ მოვლენებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში განიხილევენ, როგორც რუსეთის მიერ კარგად დაგეგმილ ქმედებას, რაც შავ ზღვაში რუსეთის თამაშის ნაწილია და მეტი არაფერი. 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ მოსკოვი შავ ზღვაში შესული ნატო-ს ყველა ხომალდის დაშინების სისტემატურ პროცესშია ჩართული. ნაღმოსან „დეფენდერის“ მიმართ განხორციელებული ქმედება ამის ნაწილია, რაც მიმართულია შავ ზღვაში ნატო-ს მიერ მოკავშირეებთან თუ პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი ოპერაციების, სამხედრო სწავლებების შეკავებისკენ.

ბოლო პერიოდში შავ ზღვაზე ვითარება გაურესებულია. რა შეიძლება იყოს საერთაშორისო მექნიზმი, რომლის გამოყენებითაც შავი ზღვა უფრო უსაფრთხო გახდება?

ძალიან საინტერესო და დროული კითხვაა, განსაკუთრებით ნატო-სა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობების გათვალისწინებით. რუსეთი არ მიიპატიჟეს „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე, რამაც მოსკოვი კიდევ უფრო გააღიზიანა. რაც შეეხება საკითხის გადაწყვეტის გზებს, ერთ-ერთი გამოწვევაა, რომ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სახელმწიფოებს  შორის არ არსებობს მკაფიო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ნატო-მ უნდა იმოქმედოს. როგორც ვიცით, თურქეთს შავ ზღვაში ნატო-ს ძალების ყოფანსთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს. გარკვეულწილად, ანალოგიურად ფიქრობენ ბულგარეთშიც, რომელიც რუსეთს უფრო მეტი სიმპატიითა და გაგებით ეკიდება. უნდა ვახსენოთ რუმინეთიც, რომელიც მოწადინებულია, რომ შავ ზღვაში ნატო-ს უფრო ფართო წარმომადგენლობა ჰყავდეს. როგორც ხედვათ, ნატო-ს სამ წევრ სახელმწიფოს შორისაც კი კონსენსუსი არ არსებობს.  ამას ემატება ნატო-ს ორი პარტნიორი, საქართველო და უკრაინა, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ, ნატო შავი ზღვის რეგიონში გააქტიურდეს. ასე რომ, შეთანხმება არ არსებობს, რაც აბრკოლებს ნატო-ს თანმიმდევრულ წინსვლას. იდეალური გამოსავალი შეიძლება იყოს შავი ზღვის პირას მდებარე ქვეყნების თანამშრომლობის გააქტიურება, ცხადია, რუსეთის გამოკლებით. შავ ზღვაში წარმატებით ჩატარდა ორი საზღვაო ოპერაცია, “ბლექსიფორი“ და „ბლექ სი ჰარმონი“. ეს ოპერაციები  მიმართული იყო შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის ნდობის გაზრდისკენ. თუმაცა, 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, რეგიონული ოპერაციების ჩატარება გაცილებით რთულია. ეს ნამდვილად სამარცხვინოა, რადგან ჯერ კიდევ არსებობს საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძალიან სერიოზული გამოწვევები, რომელთა საპასუხოდ მოქმედება აუცილებელია. მაგალითად დავასახელებ ზღვის დაბინძურებას, ადამიანთა ტრაფიკინგს, ნარკოტიკების გადაზიდვას. ამ გამოწვევების გადაჭრა ინდივიდუალური ქვეყნებისთვის ძალიან რთულია. ამიტომ აუცილებელია შავი ზღვის პირას მდებარე ქვეყნების თანამშრომლობის ხელშეწყობა, რაც გაცილებით უსაფრთხო გარემოს შექმნიდა.

კიდევ ერთი კითხვა თურქეთთან დაკავშირებით, რომელმაც დაიწყო სტამბოლის ახალი არხის გაყვანა. როგორც ფიქრობთ, რამდენად მოახდენს ეს გავლენას „მონტროს კონვენციაზე“?

თურქეთის მთავრობა სტამბოლის არხის სტატუსთან დაკავშირებით მკაფიო განცხადბებს არ აკეთებს. პასუხი კითხვაზე, გავრცელდება თუ არა ამ არხზე მონტროს კონვენცია, ჯერ უცნობი რჩება.  როგორც ვიცით, მონტროს კონვენცია აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების შესვლასა და  ზღუდვას მათი იქ დარჩენის ვადებს. ეს კონვენცია დიდი გავლენა ახდენს ნატო-ს შესძლებლობაზე, გაზარდოს წარმომადგენლობა შავ ზღვაში. ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ იმოქმედებს თურქეთის მთავრობა. იქნება თუ არა სტამბოლის არხი მონტროს კონვენციისგან თავისუფალი ზონა? ახლა ოდნავ პესიმისტურად ვარ განწყობილი. ამის ერთ-ერთი მიზეზი თურქეთ-ნატო-ს და თურქეთ-აშშ-ის რთული ურთიერთობებია. თურქეთმა მჭიდრო კავშირები დაამყარა რუსეთის ფედერაციასთან. მოსკოვი და ანკარა არიან მეგობრები, მაგრამ როგორც ეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს გამოჩნდა, თურქეთსა და რუსეთს მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ კავკასიის, ლიბიისა და სირიის საკითხზე. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთი უფრო მეტად შეატრიალა რუსეთსიკენ და ნატო-ში ამის გამო შეშფოთებულები არიან. ალიანსში უჩნდებათ კითხვა, რამდენად იქნება თურქეთი სანდო პარტნიორი მომავალში. რამდენად არის ეს დაკავშირებული სტამბოლის არხთან, ჯერ არ ვიცით. აუცილებელია გარკვეული სამუშაოს შესრულება თურქეთთან, რათა დავრწმუნდეთ, თუ სტამბოლის არხს გაიყვანენ და ის იქნება საკმარისად ფართო და ღრმა, რათა სამხედრო ხომალდები გაატაროს, მაშინ ნატო-ს ექნება საშუალება, გაზარდოს წარმომადგენლობა შავ ზღვაში.

თქვენი პროგნოზი, მოსალოდნელია თუ არა შავ ზღვაში კონფრონტაცია დასავლეთსა და რუსეთს შორის?

სამწუხაროდ, 2014 წლის შემდეგ მოვლენები კონფრონტაციული სცენარით ვითარდება. ახლა სახეზეა უსაფრთხოების დილემა, რაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასა და ნახევაკუნძულზე სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოებას უკავშირდება. რუსეთს ნატო გამოჰყავს მტრად. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, რადგან ალიანსმა აუცილებლად უნდა უპასუხოს იმ წუხილს, რომელიც შავი ზღვის პირას მდებარე ალიანსის წევრ სახელმწიფოებს, ბულგარეთსა და რუმინეთს აქვთ შავ ზღვაში არსებული დაძაბული და კონფრონტაციული გარემოს გამო. რუსეთი ფაქტობრივად კატა-თაგვობანას თამაშობს და ნატო-ს უწევს პასუხის გაცემა, რამაც შეიძლება შექმნას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დილემა, რომლის გადაჭრაც ძალიან რთული იქნება. ნატო-ს მოკავშირეებმა ბოლო შეხვედრის დროს აღიარეს, რომ რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს ალიანსისთვის და მისი პარტნიორებისთვის. დღის წესრიგში დგას ჩინეთის საკითხიც, რაც ასევე საინტერესოა, თუ გავითვალისწინებთ პეკინისა და მოსკოვის ახლო ურთიერთობებს. უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ასეთ დინამიკაში გარდატეხის შეტანა ძალიან რთული იქნება.

მსოფლიოს ამბები

დატოვე კომენტარი